← მთავარი
სპორტი

კრივი: მსოფლიოს თასზე ოთხი მოკრივით

13 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
კრივი: მსოფლიოს თასზე ოთხი მოკრივით

ჩინეთის ქალაქ გუიანგში 15 ივნისს დაიწყება და ექვს დღეს გასტანს მოკრივე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება. შეჯიბრებაში პლანეტის 44 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები იასპარეზებენ. მონაწილეთა ასეთი სიმრავლე იმითაა გამოწვეული, რომ ჩინეთის რინგზე მოპოვებული სარეიტინგო ქულები სპორტსმენებს მსოფლიოს და საკონტინენტო ჩემპიონატებში გადაჰყვებათ. გუიანგში ქართული სპორტის ღირსებას დაიცავენ ევროპის 2022 წლის ჩემპიონი, ევროპული თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი სახილ ალახვერდოვი (50 კგ), გორ აივაზიანი (55 კგ), ლევან დემუროვი (65 კგ), გიორგი ნატროშვილი (75 კგ), მთავარი მწვრთნელია ბეჟან ჭიჭინავა, მწვრთნელები - ილია ტლაშაძე და თემურ ოჩიგავა. საქართველოს ნაკრების წევრებმა ამ შეჯიბრებისთვის საწვრთნელი შეკრება ქუთაისში გაიარეს, შემდეგ ბათუმში ირაკლი აბაშიძის სახელობის IV საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯეს ძალები. აჭარის დედაქალაქის რინგზე პირველ ადგილებზე გორ აივაზიანი და გიორგი ნატროშვილი გავიდნენ, ხოლო ლევან დემუროვმა მეორე ადგილი დაიკავა.

← მთავარი