← მთავარი
სპორტი

ბათუმის კრივის ტურნირზე საქართველომ 33 მედალი მოიპოვა — შარშანდელი 18-ის ნაცვლად

30 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge

ბათუმში ირაკლი აბაშიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო კრივის ტურნირი დასრულდა. 10 ქვეყნის 100-მდე მოკრივე ქალ-ვაჟი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა 33 მედალი მოიპოვა — შარშანდელ 18-თან შედარებით მნიშვნელოვანი ნახტომი.

ქალები. 7 წონით კატეგორიაში ქართველ სპორტსმენებს სხვადასხვა სინჯის 10 მედალი ერგო. ოქრო მხოლოდ 60 კილოგრამ წონაში დარჩა ჩვენებურებს: მარია მურზინამ ფინალში თანაგუნდელი ანა ხვედელიძე დაამარცხა. სხვა წონებში პირველი ადგილები სომხეთსა (48 კგ, 54 კგ) და ბელარუსს (51 კგ, 70 კგ, 75 კგ, 80 კგ) ერგო.

ვაჟები. 9 წონიდან 7-ში გამარჯვება ქართველ სპორტსმენებს დარჩა. ოქრო მოიპოვეს: გორ ავაზიანი (55 კგ), გიორგი კაპანაძე (60 კგ), ლაშა გაგნიძე (65 კგ), ნიკა სუხაშვილი (70 კგ), გიორგი ნატროშვილი (75 კგ), ნიკიტა ბარამიძე (90 კგ), ნიკოლოზ ბეგაძე (+90 კგ). 50 კილოგრამ წონაში გაიმარჯვა ბილაჰასი ნაზაროვმა (აზერბაიჯანი), 85 კილოგრამ წონაში — მიხაილ ცამალიდისმა (საბერძნეთი).

← მთავარი