"ტელევიზიით გამოვედი და ყველა ფულიანს ვაგინე. ორ დღეში მე და ნანა ქუჩაში მოვდიოდით და მანქანიდან დამიძახა..." - რას წერს კოტე ყუბანეიშვილი თემურ უგულავაზე
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მისმა შექმნილმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა. თემურ უგულავას დღეს მოქალაქეები ემშვიდობებიან და ბიზნესმენი მიერ გაკეთებულ საქმეებს იხსენებენ. მათ შორისაა პოეტი კოტე ყუბანეიშვილიც. აი, რას იხსენებს ყუბანეიშვილი თემურ უგულავას შესახებ: “ასეთი იყო პირველად რო გავიცანი,. მერე ხშირად ვხვდებოდით თბილისში.
მერე ერთხელაც ტელევიზიით გამოვედი და ყველა ფულიანს ვაგინე. ორ დღეში მე და ნანა ქუჩაში მოვდიოდით და მანქანიდან დამიძახა, კოტე მე ფული არა მაქვსო. მერე 2014 ში, როდესაც რუმსი გაიხსნა, მითხრა ოთახს მოგცემო და აქ იხმაურეო და ესე აღმოვჩნდი ამ საოცარ სივრცეში. ბევრს არ დავწერ, უკვე იმდენი დაიწერა, რომ აღარც კი ვიცი რა ვთქვა ამ უნიკალურ ადამიანზე თემურ, ძაან მიყვარხარ”, - წერს კოტე ყუბანეიშვილი.
ნახეთ ასევე: “რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო” - მოგონებები თემურ უგულავაზე