← მთავარი
სპორტი

ლევან კორღალიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „დილა” დატოვა

6 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ლევან კორღალიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „დილა” დატოვა

„დილა”-ს მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა — ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. გუნდის ხელმძღვანელობამ მას ყველანაირი მხარდაჭერა შესთავაზა და დარჩენა სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე ლევანმა საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა. მადლობას ვუხდით ლევან კორღალიძეს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ” — ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

კორღალიძე „დილა”-ს მთავარ მწვრთნელად 14 მაისს დაინიშნა.

← მთავარი