← მთავარი
სპორტი

ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება

28 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატზე K ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა. პორტუგალიამ და კოლუმბიამ ფრედ 0:0 ითამაშეს, სამხრეთამერიკელებმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში განას დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება პორტუგალიას, რობერტო მარტინესის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 5 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში, 3 ივლისს, ხორვატიას შეხვდება.

მაიამი. „ჰარდ როკი“ კოლუმბია - პორტუგალია 0:0

მორიგი აფრიკული სასწაულის შემოქმედი კონგოს ნაკრები გახდა, რომელმაც უზბეკეთი 3:1 დაამარცხა და მესამე ადგილით ჯგუფიდან გავიდა. აფრიკელთაგან დუბლი იოანე ვისამ შეასრულა, ერთი გოლი კი მაიელემ გაიტანა. 

კონგო პლეი-ოფში ინგლისს პირველ ივლისს, დაუპირისპირდება.

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“ დ.რ. კონგო - უზბეკეთი 3:1 გოლები: 0:1 შომუროდოვი (10), 1:1 ვისა (68), 2:1 მაიელე (78), 3:1 ვისა (90+1)

← მთავარი