პოლიტიკა
კომკომმა Formula TV 2500 ლარი დააჯარიმა — ოპოზიციური ლექსიკის გამო
კომუნიკაციების კომისიამ (კომკომი) Formula TV 2500 ლარის ჯარიმა დაარიცხა. ეს პირველი სანქცია კი არ არის — კომისიამ სადგური უფრო ადრეც გააფრთხილა.
კომკომმა Formula-ს ეთერში გამოყენებული ენა, კერძოდ — „ოცნების სუსი”, „ივანიშვილის ხელისუფლება” და სხვა მსგავსი ფრაზები, მიუკერძოებლობისა და ბალანსის ნორმების დარღვევად მიიჩნია.
გარდა ამისა, Formula ასევე დაჯარიმდა დიუშენის სინდრომის შესახებ სიუჟეტის გამო. კომისიის შეფასებით, ჟურნალისტების პირადი პოზიცია ამ სიუჟეტშიც ზედმეტად პირდაპირ გამოვლინდა.
Formula TV-ს განცხადებით, კომისია სინამდვილეში სანქციებს ოპოზიციური ლექსიკის გამოყენებისთვის ადებს. სადგური ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.