← მთავარი
სპორტი

[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა

19 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, K ჯგუფში უზბეკეთი კოლუმბიასთან 1:3 დამარცხდა.   კოლუმბიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლები იყვნენ და ინიციატივა არ დათმეს. 43-ე წუთზე მუნიოსმა ანგარიში გახსნა, მე-60 წუთზე ფაიზულაევმა სხვაობა აღადგინა. აქედან 5 წუთში კოლუმბიელთა ლიდერმა ლუის დიასმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, შეხვედრის ბოლო წამებზე კი კამპასმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.   მეორე ტურში, 23 ივნისს პორტუგალია უზბეკეთს, 24 ივნისს კი კოლუმბია კონგოს დაუპირისპირდება.   მეხიკო. „აცტეკა“ უზბეკეთი - კოლუმბია 1:3 გოლები: 0:1 მუნიოსი (43), 1:1 ფაიზულაევი (60), 1:2 დიასი (65), კამპასი (90+9)თეგები:კოლუმბიის ნაკრებიუზბეკეთის ნაკრები(0) / (0)

← მთავარი