სპორტი
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „სევილიამ“ გასვლაზე რეგიონული ლიგის „ორტალესას“ 3:0 სძლია და ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა.
„სევილია“ შემდეგ მატჩს 1-ელ ნოემბერს ჩაატარებს - ლა ლიგის მე-11 ტურში გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.
ალკალა დე ენარესი. „მუნისიპალ ელ ვალი“
ორტალესა - სევილია 0:3
გოლები: 0:1 ურე (24), 0:2 პეკე (40, პენ), 0:3 ვარგასი (56)