ქოჩორაშვილის ბერძნული ვარიანტები! რატომ აქვს პაოკ-ს უკეთესი შანსი? | Lelo.Ge
გიორგი ქოჩორაშვილის გადაბირებით ბერძნული ფეხბურთის გრანდები - “პანათინაიკოსი” და პაოკ-ი არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას ბერძნული და პორტუგალიური მედია ავრცელებენ. საქართველოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი, უდიდესი ალბათობით, მალე დატოვებს ლისაბონის “სპორტინგს”, სადაც სათამაშო დროს არ აძლევდნენ.
პორტუგალიური გამოცემა “რეკორდი” ჩვენთვის საინტერესო თემაზე წერს: “პაოკ-ი და “პანათინაიკოსი” მზად არიან, ქართველი ნახევარმცველი იჯარით აიყვანონ, გამოსყიდვის უფლებით. მოვლენათა ასეთი განვითარება მისაღებია ლისაბონური კლუბისთვის.
ამ შემთხვევაში დაბრკოლება ფეხბურთელის პოზიციაა. მან იცის, რომ ლა ლიგიდან “ლევანტე” და “სელტა” აკვირდებიან. ამდენად, ქოჩორაშვილი ყველანაირად შეეცდება, ესპანეთში დაბრუნების შანსი გამოიყენოს.
ბერძნული კლუბებიდან მცირე უპირატესობა მაინც პაოკ-ისკენ უნდა იყოს, რომელსაც ის ალესიო ლიში ავარჯიშებს, ქოჩორაშვილთან ერთად “ლევანტეში” მუშაობდა”.