სპორტი
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა — „სპორტინგმა” „რიო ავე” 4:1-ით დაამარცხა”
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 33-ე ტურში „სპორტინგმა” გასვლაზე „რიო ავე” 4:1-ით დაამარცხა. სტუმართა ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
გოლები: 1:0 დიოგო ბაზერა (12’), 1:1 სუარესი (35’, პენ.), 1:2 გუსტავო მანჩა (42’), 1:3 ტრინკაო (67’), 1:4 კენდა (90’).
„სპორტინგი” 79 ქულით ცხრილში მეორე ადგილზეა. ბოლო, 34-ე, ტური 17 მაისს გაიმართება — „სპორტინგი” „ჟილ ვისენტეს” უმასპინძლებს. ჩემპიონობა გასულ ტურში „პორტუმ” გაინაღდა. მესამე ადგილზე 76 ქულით „ბენფიკა” დგას.