სპორტი
მოურინიო „სპორტინგის” ჰიუმლანდს „რეალში” მიჰყავს — ქოჩორაშვილს კონკურენტი შეიძლება დაჰკლდეს
COPE-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს, რომელიც მომდევნო სეზონში „რეალ მადრიდის” სავარძელს დაიბრუნებს, ლისაბონიდან „სამეფო გუნდში” „სპორტინგის” 26 წლის დანიელი კაპიტნის მორტენ ჰიუმლანდის მიყვანა სურს.
ჰიუმლანდი „სპორტინგში” გიორგი ქოჩორაშვილის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია — მისი „რეალში” გადასვლა ქართველი შუახაზელის პოზიციას გაამყარებს. ლისაბონელებთან ჰიუმლანდს კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 45 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 44 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გაანიჭა.
ჰიუმლანდი მსოფლიო გრანდების ყურადღების ცენტრშია და დიდია ალბათობა, რომ ამ ზაფხულს კლუბს გამოეთხოვოს.