← მთავარი
სპორტი

ქოჩორაშვილი „სპორტინგს” ტოვებს — მწვრთნელი იშვიათად ათამაშებდა, ახლა ესპანეთს უბრუნდება

10 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ქოჩორაშვილი „სპორტინგს” ტოვებს — მწვრთნელი იშვიათად ათამაშებდა, ახლა ესპანეთს უბრუნდება

გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგს” ტოვებს — ამის შესახებ პორტუგალიური სპორტული გამოცემა Leonino წერს. პუბლიკაციის ცნობით, ქართველი ნახევარმცველი სეზონის განმავლობაში იმედგაცრუებული გახდა „ლომების” მწვრთნელ რუი ბორჟესით, რომელმაც კლუბის ნახევარდაცვაში მას მესამე ვარიანტის სტატუსი მიანიჭა. ფეხბურთელს ოფიციალურად ეცნობა, რომ მომავალი სეზონის გეგმებში ადგილი არ ეთმობა.

„მორტენ ჰიულმანდი და ჰიდემასა მორიტა ძირითად მოთამაშეებად დარჩნენ, ხოლო ჟოაო სიმოეშმა და დანიელ ბრაგანსამ საბოლოოდ აჯობეს ქოჩორაშვილს,” — ვკითხულობთ Leonino-ში.

2025/26 წლების სეზონში ქოჩორაშვილმა „სპორტინგის” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 972 წუთი გათამაშა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ოთხი მილიონი ევრო — ამდენად ფასდება ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერულ ბაზარზე.

ქოჩორაშვილი ახლა ახალ კლუბს ეძებს — მიზანია ესპანური ფეხბურთი, სადაც კარიერის დიდი ნაწილი — „პერალადა”, „ჟირონა”, „კასტელიონი”, „ლევანტე” — გაატარა. „სპორტინგს” უკვე მიუღია რამდენიმე შეთავაზება, მაგრამ ელოდება უკეთეს ოფერტს — „ლევანტედან” ქოჩორაშვილის ტრანსფერში გადახდილი 5,5 მლნ ევროს ნაწილი მაინც უნდა დაიბრუნოს. დაინტერესებულთა შორის სახელდება სწორედ „ლევანტე”.

← მთავარი