← მთავარი
სპორტი

მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

18 აგვისტო, 2026 · წყარო: sportall.ge
მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის

Vamos Mi Sevilla FC-ის მტკიცებით, გიორგი ქოჩორაშვილი მალე „სევილიას“ ფეხბურთელი გახდება.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტმა რამონ ორტეგამ რადიო სევილიას ეთერში თქვა, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად განხორციელებულია და ოფიციალურად გამოცხადებამდე მცირე ფორმალობებია შესასრულებელი.

„სევილია“ ქოჩორაშვილს იჯარით აუცილებელი გამოსყიდვით აიყვანს და „სპორტინგს“ 4 მილიონ ევროს გადაუხდის, ან შეუძლია ამავე თანხის სანაცვლოდ ახლავე პირდაპირ შეიძინოს.

გამოცემა წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ანდალუსიური კლუბი მერვე ფეხბურთელს დაიმატებს და ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სწორედ ასეთი საყრდენი სჭირდებათ.

ლა ლიგაში უკვე ოთხი ქართველი ასპარეზობს - გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი) და საბა საზონოვი (ხეტაფე).

← მთავარი