იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “სპორტინგის” 24 წლის ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის დამატება ორ ბერძნულ გუნდს “პაოკსა” და “პანათინაიკოსს” სურთ.
ისინი ლისაბონელებს ფეხბურთელის იჯარითა და შემდეგ გამოსყიდვის ვალდებულებით აყვანას სთავაზობენ, თუმცა ჩვენებურს სხვა გეგმები აქვს და ესპანეთში დაბრუნება უნდა.
“პაოკის” დამრიგებელი ალესიო ლისჩი გახლავთ, რომელიც გიორგის კარგად იცნობს, რადგან მან “ლევანტეს” მეორე გუნდში უკვე ავარჯიშებდა. ამ გუნდმა გასულ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, “პანათინაიკოსი” კი მეოთხე იყო და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
ქოჩორაშვილის სახელს ლა ლიგის კლუბებს “სელტასა” და “ხეტაფესაც” უკავშირებენ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველის დაბრუნება “ლევანტესაც” უნდოდა.