კობახიძე და "ქართული ოცნების" მინისტრები პირველი ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთს სტუმრობენ
Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze and Tajikistan’s President Emomali Rahmon meet in Dushanbe on June 19, 2026; Photo: Home/ახალი ამბები/კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები პირველი ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთს სტუმრობენ ახალი ამბები კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები პირველი ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთს სტუმრობენCivil.ge
Send an email
19/06/2026 - 18:15 Less than a minute„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის რამდენიმე წევრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთს სტუმრობენ.მანამდე, ერთი კვირით ადრე, დასავლელ პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, სამთავრობო დელეგაცია ყირგიზეთს სტუმრობდა.დელეგაციის შემადგენლობაშია „ქართული ოცნების“ ხუთი მინისტრი – საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.ისინი დუშანბეს აეროპორტში 19 ივნისს ჩავიდნენ, სადაც ქართულ დელეგაციას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდა.ირაკლი კობახიძემ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მინისტრებმა, დუშანბეში რამდენიმე შეხვედრა გამართეს, მათ შორის ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან და პრემიერ-მინისტრ კოხირ რასულზოდასთან.