← მთავარი
პოლიტიკა

"ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს" - კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

25 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დამტკიცებული რეზოლუციაზე პირველად ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტს მათთვის “ფასი არ აქვს”.

ამასთან, კობახიძემ რისკები, რომ შესაძლოა საქართველო PACE-ს მიღმა დარჩეს, შანტაჟად შეაფასა და თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები “დიდი ხანია ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას”.

ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. თქვენ იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისევე, როგორც ევროპარლამენტში და ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ამ რეზოლუციაში ასახული. იგივე ადამიანებს რომ გადახედოთ. რომლებიც აიინიცირებდნენ ამ რეზოლუციას, ნახავთ, რომ არაფერი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს ტრადიციულ ევროპულ გაგებასთან. თუკი რამეა არა ევროპული, ეს არის სწორედ ევროსაბჭოს კონკრეტული შემადგენლობა და მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები.  არ არის ასეთი შანტაჟი და მუქარები საინტერესო. ზოგადად დიდი ხანია ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

← მთავარი