პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის დელეგაცია 11–12 ივნისს ყირგიზეთს პირველი „მაღალი დონის” ვიზიტით ეწვია.
დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
კობახიძე ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეებმა „საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის” სხდომა გამართეს, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. ვიზიტი ორმხრივი მედიაგანცხადებებით დასრულდა.