← მთავარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კენიის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა

18 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ირაკლი კობახიძე კენიის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა

ბაქოში მსოფლიო ურბანული სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყანაში შექმნილი ბიზნესსამყარო. კობახიძემ ჩვენი ეკონომიკის ზრდის პოზიტიური დინამიკა გააცნო და ყურადღება გაამახვილა შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს — კერძოდ, ფართო ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით.

კობახიძემ კენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

← მთავარი