← მთავარი
საზოგადოება

„შესაძლოა, ჯარიმების შემცირება განვიხილოთ” — კობახიძე

9 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„შესაძლოა, ჯარიმების შემცირება განვიხილოთ” — კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის სტატისტიკა ცხადყოფს: გაზრდილ ჯარიმებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სიხშირეს შორის პირდაპირი კავშირი არ არის.

„გასული 1 წლის მონაცემებს დავაკვირდით და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის, სამწუხაროდ, არ არის. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია განვიხილოთ ვერსია — პარლამენტთან ერთად — ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით,” — განაცხადა კობახიძემ.

← მთავარი