სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
დღეს, 26 ივნისს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა, რომელიც მთავრობის და ქვეყნის მიღწევებს ეხებოდა. კობახიძე თამამად აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში “კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი და დამარცხებულია”. “შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხლისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული.რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში,” — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ვერცელ ანგარიშშ “გამჭირვალეობის კანონზე” ისაუბრა. მისი აზრით, მთავრობის მიერ გრანტების შესახებ კანონის დამსახურებაა, რომ “ქვეყანა დამშვიდდა”. კობახიძემ ასევე კოლეგებს მადლობა გადაუხადა, რომ “შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოუწიათ” და აღნიშნული კანონის მიღებას მხარი მაინც დაუჭირეს. “ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის დამშვიდება.ამაში პარლამენტს განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში მიიღო. განსაკუთრებულ აქცენტს გრანტების შესახებ კანონზე გავაკეთებდი.ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ე.წ NGO-ებზე გაცემული გრანტები. [გრანტები] ზუსტად, რომ ქვეყნის არევას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ეკლესიაზე თავდასხმას და საბოტაჟის მცდელობას ხმარდებოდა.საბოლოო ჯამში, გამჭვირვალობის კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება. მე მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად, ასეთი ბრძოლის გარეშე, რა თქმა უნდა, შედეგები ვერ მიიღწევა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ პრინციპულობისთვის და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის,” — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მოხსენებისას. მთავრობის მეთაურმა ანგარიშში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზების გადამოწმებაზეც ისაუბრა. ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4%. “1-ელი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4%. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი — გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით — რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,” — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სოციალურ სიდუხჭირეზე საუბირსას, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელია. “გაიზარდა გასული წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი. 2025 წელს საშაულო ხელფასმა შეადგინა 2283 ლარი და გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.საქართველოში 280 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული გამოწვევა, ეს არის პრინციპული პრობლემა. საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელი არის 2029 წლისთვის,” — განაცხადა კობახიძემ. კობახიძემ ანგარიშის წარდგენა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით დაასრულა. მისი განცხადებით “ქვეყნის მიღწევები” და 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ივანიშვილის დამსახურებაა. “ამ მიღწევებისთვის მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის და სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ დაამკვიდრა. საბოლოო ჯამში ის, რომ 14 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობაა, დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ეკონომიკური პროგრესი აქვს, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში,” — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ “ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის” დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძემ “ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის” დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა