კობახიძე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ: ბავშვების ინტერესებიდან ამოვდივართ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან პირველი შეხვედრა შედგა — ორმხრივი პოზიციები და ინფორმაცია გაიცვალა, განსაკუთრებით კონკრეტული მედიკამენტების საკითხებზე.
„გვქონდა პირველი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ გავცვალეთ მოსაზრებები და ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით — მათ შორის კონკრეტულად მედიკამენტებთან. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. შეხვედრის დასაწყისში შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ზეგ დილამდე, შედგება მეორე შეხვედრა, სადაც უკვე ერთად დავსახავთ პრობლემის გადაჭრის გზებს. იმედი მაქვს, ამ საკითხს ერთობლივად გადავწყვეტთ,” — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს: „ძალიან მგრძნობიარე საკითხია და პირველ რიგში ბავშვების ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ.”
კობახიძის ეს განცხადება იმ სხვა შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც მონაწილეობდა. ბავშვების მშობლებმა შეხვედრა „იმედისმომცემი” უწოდეს.