კობახიძე: ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის სინდრომის საკითხში ბოლომდე ჩართულია
„არასწორია, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან და მშობლებთან არ არის კომუნიკაცია — ჯანდაცვის სამინისტროში შედგა არაერთი შეხვედრა”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება „ფარმაცევტულ მაფიას” არ გაჰყვება და გადაწყვეტილება „მაქსიმალურად რაციონალური” უნდა იყოს. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს კი მადლობა გადაუხარა „მაქსიმალური ჩართულობისთვის”.
სამ კვირაზე მეტია, 80-ზე მეტი ბავშვის მშობელი — რომლებსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ — მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევს. ისინი ოთხი ახალი პრეპარატის — Elevidys-ის, Exon-skipping-ის, Givinostat-ისა და Vamorolone-ის — შემოტანას ითხოვენ. ამ პრეპარატებზე ნებართვა გამოსცეს აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა (FDA) და ევროპულმა ანალოგმა (EMA), თუმცა საქართველოში მათი გამოყენება ჯერ ბიუროკრატიულ და ეთიკურ განხილვებს გადის.