კობახიძე: დიუშენის წამლის თანხა ხალხის ფულია — მთავრობა ფარმაცევტულ მაფიას ვერ გაამდიდრებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე განაცხადა, რომ გადასახდელი თანხა „ხალხის ფულია” და ის სწორად უნდა დაიხარჯოს.

„ის თანხა, დაახლოებით 50 მილიონი, ეს არ არის ის, რომელსაც ჩვენ საკუთარი ჯიბიდან ვიღებთ. ეს ხალხის ფულია — გადასახადის გადამხდელთა შენატანები. ამიტომ ვალდებულნი ვართ ეს ფული პასუხისმგებლობით დავხარჯოთ,” — განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, კითხვა ასე დგება: ამ დიდი თანხის დახარჯვა რეალურ შედეგს მოიტანს, თუ მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას ემსახურება? „თუ ვიგრძნობთ, რომ ეს ფული მხოლოდ ფარმაცევტული მაფიისთვის გაიხარჯება, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდება.”
კობახიძე ასევე ახსენებს წარსულ პრეცედენტებს, სადაც „ხალხის ზეწოლით” მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დახარჯა „ხელშესახები შედეგის გარეშე”. ამ ფონზე, ყოველწლიური ხარჯი შესაძლოა მილიარდ ლარს მიაღწევდეს, თუ სახელმწიფო სიმყარეს ვერ შეინარჩუნებს.