26 მაისიდან ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება — კობახიძე-ალიევის სამიტი
ბაქოში გამართულ სამუშაო ვიზიტზე საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ვიზიტი ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შეთანხმებებით დასრულდა.
26 მაისიდან, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება. ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა; ოპერირებისთვის ორ ქვეყანას შორის ერთობლივი საწარმო შეიქმნება.
ენერგეტიკის სფეროში ორმა ქვეყანამ 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმა ელექტროენერგიის მიწოდებასა და სატრანზიტო მიმოსვლაზე. 20 წლით გახანგრძლივდა ბუნებრივი გაზის 2003 წლის ხელშეკრულება. „სოციალური გაზის ახალი ხელშეკრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის”, — განაცხადა კობახიძემ.
ასევე მოხდა შეთანხმება ბაქო-თბილისი-სუბსის მილსადენის ამოქმედებაზე — ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ბოლო სამი წლის განმავლობაში ოპერირებას არ ახდენდა. „მილსადენი ჩვენი საკუთრებაა და ასე დარჩება”, — დასძინა კობახიძემ.