← მთავარი
საზოგადოება

კობახიძე: მზად ვართ ეკლესიასთან ვიმსჯელოთ კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე აბორტთან დაკავშირებით

19 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
კობახიძე: მზად ვართ ეკლესიასთან ვიმსჯელოთ კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე აბორტთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა ეკლესიასთან, პატრიარქსა და სასულიერო პირებთან ერთად განიხილოს კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებები აბორტის საკითხზე.

კობახიძის განმარტებით, 2012 წელს საქართველოში 39 000-ზე მეტი აბორტი ჩატარდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 12 000-ზე ნაკლებია — მაშინ, როდესაც კანონმდებლობა არ შეცვლილა. „ეს სწორედ სასულიერო პირების ქადაგებათა შედეგია,” — განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე. თუ რამე შეიძლება შეიცვალოს, რაც ამ ტენდენციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ამისთვის ჩვენ მზად ვართ,” — თქვა კობახიძემ.

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-მ, დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აბორტის საკითხს.

← მთავარი