← მთავარი
საზოგადოება

„კლუბი სინერგია” ივნისიდან ახალგაზრდებისთვის უფასო ფსიქოსოციალური დახმარებას წყვეტს

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
„კლუბი სინერგია” ივნისიდან ახალგაზრდებისთვის უფასო ფსიქოსოციალური დახმარებას წყვეტს

2019 წლიდან ახალგაზრდებს უფასო ფსიქოლოგიური დახმარების გამწევი „კლუბი სინერგია” ივნისიდან ამ სერვისს წყვეტს — მიზეზი საქართველოში ძალაში შემდგარი საკანონმდებლო ცვლილებებია.

კლუბს „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში — თბილისი” ფონდი მართავს. ის 2019 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 14-25 წლის ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის. შვიდი წლის განმავლობაში კლუბი „მტკიცებულებაზე დაფუძნებულ, ფსიქოსოციალურ დახმარებას” სთავაზობდა ახალგაზრდებს საფასურის გარეშე.

„ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი გუნდისთვის”, — წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.

კლუბი ფასიან სერვისზე გადავა, თუმცა მისიასა და ღირებულებებზე უარი არ ამბობს: „იმედს ვიტოვებთ, რომ შეზღუდული რაოდენობის კლიენტებს საფასურის გარეშე მაინც მოვემსახურებით.”

← მთავარი