← მთავარი
სპორტი

"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაიმ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით გადალახა, სენსაცია შემოგვთავაზა და გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა. 

 

პირველი დამატებითი ტაიმის 102-ე წუთზე ჯონათან ტამ გერმანელები დააწინაურა, თუმცა მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ, ვალდემარ ანტონის მხრიდან პარაგვაელთა მეკარეზე ჯარიმა დააფიქსირეს, რასაც ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება. 

 

“ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ “არსენალი” პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა! მათ გოლების 60% ასე გაიტანეს. ეს ბურთი, რომ ჩათვლილიყო, შეხვედრას მოვიგებდით და ამიტომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია”, - ციტირებს კლოპს Sky Sport Germany.

თეგები:

იურგენ კლოპი

გაზიარება:

(0) /

(2)

← მთავარი