ყველა თუ არა, დიდი უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ გახსნის მატჩმა ხარისხის მხრივ არ გაამართლა. მექსიკელები, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არიან გამარჯვებით, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი ფეხბურთი, სადაც ტურნირის თანამასპინძელს პირველი 3 ქულის ასაღებად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია და ძალები რომ არ დაეზოგა, უფრო დიდი სხვაობითაც მოიგებდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა გაგვაოცა უსუსური თამაშით ყოველივე იმის ფონზე, რაც ამ კონტინენტის წარმომადგენლებისგან წინა მუნდიალებზე გვინახავს. გახსნის მატჩზე კომენტარი გააკეთა იურგენ კლოპმა: “ძალიან ცუდი და ღარიბი ტაქტიკური ბრძოლა ვნახეთ. ვერცერთმა გუნდმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, მათ შორის, ვერც გამარჯვებულმა მექსიკამ. როცა მასპინძლები უმრავლესობაში დარჩნენ, თამაში გადავიდა კონტრშეტევებზე. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ძალიან ღრმად დაიხია დაცვაში. ასე იყო თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ეს მაღალი დონის მატჩი იყო, უფრო პირიქით”, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.