← მთავარი
სპორტი

თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, თუ გერმანიის საფეხბურთო ასოციაცია მუნდიალის 1/16-ფინალიდან გამოვარდნის გამო ამჟამინდელ დამრიგებელ იულიან ნაგელსმანს დაითხოვს, ის შესაძლოა, იურგენ კლოპმა შეცვალოს. 

 

მისივე ინფორმაციით, “ლივერპულის” ყოფილი თავკაცი მხოლოდ ორ შემოთავაზებას განიხილავს. ერთი სწორედ გერმანიის ნაკრების ჩაბარება, მეორე კი მადრიდის “რეალის” გაწვრთნაა. 

 

შეხსენებისთვის, ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს 2023 წლიდან მოძღვრავს და 2025 წლის იანვარში გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ მასთან კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

თეგები:

იურგენ კლოპი

იულიან ნაგელსმანი

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი