← მთავარი
სპორტი

კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კლოპმა დაადასტურა -

ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან ეროვნული ნაკრების ჩაბარებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მუნდიალის 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თანამდეობა დატოვა.

“ყველაფერი სწრაფად მოხდა. გიდასტურებთ, რომ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს. იულიანი წავიდა და გერმანიის საფეხბურთო ასოციაცი დამიკავშირდა.

Red Bull-თან კონტრაქტი მაკავშირებს, ჩემს დამსაქმებელს, ოლივერ მინცლაფს უნდა ვესაუბრო, მაგრამ მგონია, რომ არანაირ დაბრკოლებას არ შემიქმნიან”, - ციტირებს კლოპს Sky Germany.

← მთავარი