← მთავარი
სპორტი

შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

11 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ გერმანიის ნაკრების ახალი დამრიგებელი იურგენ კლოპი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

ფეხბურთის ფედერაციის ძირითადი ფიგურები - პრეზიდენტი ბერნდ ნოიენდორფი და მისი მოადგილე ჰანს-იოახიმ ვაცკე უახლოეს დღეებში აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც კლოპს შეხვდებიან და გარიგების ბოლო დეტალებს შეათანხმებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იურგენთან კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და ის წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კლოპი ამჟამად Red Bull-ის სტრუქტურაში მუშაობს, მაგრამ გერმანულმა მხარემ კომპენსაციის გადახდის თავიდან აცილება მოახერხა, თუმცა იურგენი ბრენდის ელჩის როლში დარჩება.

← მთავარი