← მთავარი
სპორტი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა — ერთადერთი ქართველი „შტურმიდან”

20 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა — ერთადერთი ქართველი „შტურმიდან”

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2025/26 სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა. ეს გასაკვირი არ ყოფილა — ცოტა ხნით ადრე ის ზედიზედ მესამეჯერ შეფასდა ამავე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

სიმბოლური ნაკრები პრეზიდენტების, მენეჯერების, მწვრთნელებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინეს. 3-5-2 სქემით დაკომპლექტებულ საუკეთესო თერთმეტეულში კიტეიშვილი ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეა.

სეზონი სენსაციურად 61-წლიანი პაუზის შემდეგ ლასკ-მა მოიგო; ამ კლუბიდანაა სიმბოლურ ნაკრებში 6 ფეხბურთელი. „შტურმმა” ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა კლუბის 11 მოთამაშეს შორის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი მხოლოდ ქართველ ლიდერს ერგო.

← მთავარი