← მთავარი
საზოგადოება

„ვლოცულობ, რათა გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ტრადიციები” — რუსეთის პატრიარქი კირილი შიო III-ს ულოცავს

12 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ვლოცულობ, რათა გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ტრადიციები” — რუსეთის პატრიარქი კირილი შიო III-ს ულოცავს

რუსეთის პატრიარქი კირილი შიო III-ს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. სრული ტექსტი:

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფეო!

ქრისტე აღდგა!

გულითადად გილოცავთ თქვენი სიწმინდის არჩევას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად. ამ მოვლენის შესახებ ცნობამ გააძლიერა აღდგომის ბრწყინვალე სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილთა გულებში, რომლებშიც ცოცხლობს ივერიის — ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის — გულწრფელი სიყვარული.

ღვთის განგებულებით, ჩვენი დები-ეკლესიები უძველესი დროიდან არიან დაკავშირებულნი საერთო ისტორიით, გამოიხატება სახარებისეულ ჭეშმარიტებაში და ურყევად იცავენ სარწმუნოებას, „რომელი ერთგზის მიეცა წმიდათა” (იუდ. 1, 3). საქართველოში მრავალგზის სტუმრობისას, ისევე, როგორც ივერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მიღებისას, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს.

ვლოცულობ, რათა ღვთის შეწევნით, თქვენს მღვდელმთავრულ მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი ღირსეული წინამორბედების — განსაკუთრებით კი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივდებული, მარადსახსენებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესსა და უნეტარესსა, ილია II-ის — დროს.

მთელი გულით გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობასა და ზეგარდმო დაუცხრომელ შეწევნას თქვენი მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობის მრავალსა და კეთილ ჟამს.”

← მთავარი