← მთავარი
სპორტი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია

28 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2026 წლის გათამაშების მეორე ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპის შედეგების მიხედვით, 1/16-ფინალში თამაშის უფლება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:

ორბი, არაგვი, მარგვეთი 2006, იბერია 2, დინამო თბილისი 2, თბილისი 2025, ვიტ ჯორჯია, სამცხე, შტურმი, გურია, გორი, ოდიში 1919, იბერია 2010, მფკ ბასა, ივერია და გონიო.

1/16-ფინალური ეტაპიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10 და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის დარჩენილი 6 გუნდი ჩაერთვება. ამ ეტაპის მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება, ხოლო მერვედფინალური შეხვედრები 1 და 2 აგვისტოს შედგება.

GFF.GE

← მთავარი