← მთავარი
სპორტი

[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში მექსიკამ ეკვადორი 2:0 დაამარცხა.

 

შეხვედრაში ანგარიში მიმდინარე მუნდიალზე პირველი გოლის ავტორმა კინიონესმა გახსნა. 9 წუთში მისივე გადაცემით მექსიკელთა გამოცდილმა ფორვარდმა რაულ ხიმენესმაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში ეკვადორელები აქტიურობდნენ და მეტოქეს ბურთით თამაშის საშუალებას ფაქტობრივად არ აძლევდნენ, ისინი მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას მაინც ვერ ახერხებდნენ.

 

მექსიკა ტურნირის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებსა და დ.რ. კონგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

მეხიკო. „აცტეკა“

მექსიკა - ეკვადორი 2:0

გოლები: 1:0 კინიონესი (22), 2:0 ხიმენესი (31)

თეგები:

მექსიკის ნაკრები

ეკვადორის ნაკრები

გაზიარება:

(1) /

(0)

← მთავარი