← მთავარი
სპორტი

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის სეზონის ფინალური მატჩს — „პანათინაიკოსი” - PAOK-ი — გაუძღვებიან

15 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის სეზონის ფინალური მატჩს — „პანათინაიკოსი” - PAOK-ი — გაუძღვებიან

17 მაისს საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი — ათენის „პანათინაიკოსი” და სალონიკის PAOK — ქართველი მსაჯების ხელმძღვანელობით ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბერძენი კოლეგების თხოვნის საფუძველზე მატჩზე FIFA-ს არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა. ასისტენტებად დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია მუშაობენ; ვიდეომსაჯი ალეკო აფციაური, მისი ასისტენტი — ბაკური ნინუა.

← მთავარი