გია ხუხაშვილი: დაჩქარებულ ინტრონიზაციას ორი შესაძლო მოტივი შეიძლება ჰქონდეს
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს — არჩევიდან მხოლოდ ერთ დღეში — გაიმართა. ახალარჩეული პატრიარქი შიო III ამ სიჩქარეს ტრადიციით ხსნის: „ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას ან დიდ დღესასწაულზე უნდა ისამსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. 12 მაისი კი სწორედ ანდრია პირველწოდებულის დღე გახლავთ.”
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამ განმარტებაზე სხვა კუთხიდან გადახედავს:
„რაც შეეხება დაჩქარებულ ინტრონიზაციას: ამას ორი შესაძლო მოტივი შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ცუდზე არ ვისაუბრებ, პირდაპირ მეორეზე მოგახსენებთ — ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების მიერ არჩეული „არ გაღიზიანების” პოლიტიკური სტრატეგიის პირდაპირი გამოძახილი: რუსეთის პატრიარქს ჩამოსვლის პრობლემები აქვს — როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან, ასევე მსოფლიო პატრიარქთან და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ამიტომ გადაწყვიტეს ასოდენ მნიშვნელოვანი — მე ვიტყოდი, ისტორიული — მოვლენა ასე მიეფუჩეჩებინათ.”
ხუხაშვილი ასკვნის, რომ „არ გაღიზიანების” პოლიტიკა პრაგმატული გაგებითაც უპერსპექტივოა: „შედეგად მოყვარეს იმტერებ, მტერი კი სისუსტედ გითვლის და თავზე გაჯდება. ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად მარტო რჩება.”
მეუფე ანდრიამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ერთი დღის შეტყობინებაში ვერ მოასწრებდნენ ჩამოსვლას, თუმცა გამოხატა იმედი, რომ კვირა დღეს — ინტრონიზაციის მომდევნო კვირის ლიტურღიაზე — ისინი იქნებიან.