სპორტი
ჭადრაკი: ხოტენაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ლიდერებს თითო ქულით ჩამორჩება
ბათუმში 32 ქვეყნის 165 მოჭადრაკის მონაწილეობით მიმდინარეობს ქალთა 25-ე ევროპის ჩემპიონატი (საპრიზო ფონდი — 60 000 ევრო). ჩემპიონატამდე ორი ტური რჩება.
ბელა ხოტენაშვილმა მე-9 ტურში რუმინეთის ნაკრების წევრი ირინა ბულმაგა დაამარცხა და 6.5 ქულით ევროპის ექსჩემპიონ ელინა დანიელიანთან (სომხეთი) ერთად მე-8-9 ადგილებს ინაწილებს. ლიდერებს 1 ქულა ჩამორჩება. მე-10 ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით მსოფლიოს ექსჩემპიონ ანა უშენინას (უკრაინა) შეხვდება.
ევროპის 2023 წლის ჩემპიონი მერი არაბიძემ მე-7 ტურში ლიდერი ჰნატიშინი დაამარცხა და 6 ქულამდე მიაღწია, თუმცა მომდევნო ორ ტურში ზედიზედ დამარცხდა — მე-10 ტურში იოშა იგლესიასს (საფრანგეთი) შეხვდება.
9 ტურის შემდეგ ანასტასია ჰნატიშინი (უკრაინა) და საბრინა ვეგა გუტიერესი (ესპანეთი) 7.5-7.5 ქულით ლიდერობენ.