„ვიმედოვნებთ, რომ დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას“ - ხოშტარია „ვივამედში“ ექიმებმა მოინახულეს
„ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც გუშინ წინ ვნახეთ ციხის პირობებში. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთანამშრომლობის პროცესში შევძლებთ, რომ ელენეს დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და დაუბრუნდეს ის ჩვეულ მდგომარეობას“, - თქვა ანი ქავთარაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კლინიკა ვივამედში დღეს, 1 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე გადაიყვანეს. დაახლოებით ერთ საათში კი მასთან მისი პირადი მკურნალი ექიმები შევიდნენ.
ასევე ნახეთ
ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
რატომ არის ხოშტარია პატიმრობაში
ელენე ხოშტარია უკვე 10 თვეა პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის იმდროინდელი [მოქმედი] კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატზე წარწერის გაკეთების გამო.
24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.
„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.
ელენე ხოშტარიას მდგომარეობა
თითქმის ორი კვირის წინ, 17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ (“კოალიცია ცვლილებისთვის” შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
ასევე ნახეთ
ადვოკატი: ელენე ხოშტარიას აუცილებელი მკურნალობა სჭირდება
ასევე ნახეთ
ხოშტარია: ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ ციხის ადმინისტრაციას ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზად იყო შეესწავლა ელენე ხოშტარიასთვის პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული “სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი”, მაგრამ ამ დოკუმენტის გამოთხოვას თავად პირის თანხმობა სჭირდება.
„სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით“, - დაწერა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ
ომბუდსმენის თქმით, მზადაა ელენე ხოშტარიასადმი გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლით, მისი თანხმობის შემთხვევაში
ადვოკატი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელბის მდგომარეობაზე ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად საუბრობდა, პენიტენციურმა სამსხურმა კი ეს გადაწყვტილება 29 ივნისს მიიღო.
„კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდადებულის ინტერესების გამომხატველი სამედიცინო მიმართულებით ექიმების, მაკას [იოსელიანი] და ანას [ქავთარაძე] მეთვალყურეობით ელენე ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს“, - თქვა მაშინ სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებთან.