ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი კვლავ არ შეუშვეს, ითხოვენ დამატებით დოკუმენტებს, ეს ხელოვნური გაჭიანურებაა - ლემონჯავა
„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიტანეს განცხადება მითითების შესაბამისად, დღეს მეორე ნახევარში მივიღეთ პასუხი იმის შესახებ, რომ რაღაც დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მკურნალმა ექიმმა მოინახულოს ელენე ხოშტარია“, - თქვა ლემონჯავამ 24 ივნისს, გვიან საღამოს.მისი შეფასებით, „ეს არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი დარტყმა“.„ეს არის პროცესის შეგნებული გაჭიანურება და იმ მიდგომის გაგრძელება, რასაც ამ დროის განმავლობაში პენიტენციური სამსახური და რეჟიმი იყენებს ელენე ხოშტარიას მიმართ“, - განაცხადა მან.„მათთვის სულერთია ელენეს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ დაარღვიეს თავიანთივე პირობა მკურნალი ექიმის დაწესებულებაში დაშვების შესახებ“, - თქვა გიგა ლემონჯავამ.პენიტენციური სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში ამბობდა, რომ პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.„არასოდეს გაღიარებთ“ - ხოშტარიაელენე ხოშტარია დღეს საღამოს თავადაც გამოეხმაურა მის გარშემო განვითარებულ მოველენებს და ფეისბუკზე დაწერა:„მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არ მკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“.
ასევე ნახეთ
ხოშტარია: ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ ციხის ადმინისტრაციას ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა
ექიმის შეშვებას დღეს ელოდნენმკურნალი ექიმის შესვლას ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად დღეს, 24 ივნისს ელოდნენ.წინა საღამოს, 23 ივნისს ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გაიმეორა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.მისი ინფორმაციითვე, 24 ივნისს იგეგმებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო კლინიკის ექიმის ვიზიტი, ამის შემდეგ კი გადაწყდებოდა მკურნალობის გზები.
ასევე ნახეთ
ხოშტარიასთან სამოქალაქო კლინიკის ექიმი ხვალ შევა - ადვოკატი
„ვიზუალურად შესამჩნევი ცვლილებებია. ეს არის მდგომარეობის გაუარესება თუ ზოგადი დინამიკის მახასიათებელია, ეს არ ვიცი. მოძრაობასთან და ტკივილთან დაკავშირებით გვაქვს მნიშნელოვანი რეგრესი - ტკივილი მუდმივად აქვს, მაგრამ რაიმე ეფექტიანი სამედიცინო მომსახურება არ გაწევია…“ - თუთბერიძის თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს ტკივილის გამო სახსრების გადახვევა დასჭირდა.17 ივნისს თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.
ასევე ნახეთ
ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად პენიტენციურ სამსახურთან აქცია გაიმართა