← მთავარი
საზოგადოება

მოძრაობა „ხმა”: უფასო სასკოლო კვებისთვის 10 000 ხელმოწერა შეგროვდა

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მოძრაობა „ხმა”: უფასო სასკოლო კვებისთვის 10 000 ხელმოწერა შეგროვდა

მოძრაობა „ხმამ” ორ კვირაზე ნაკლებ დროში უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით 10 000 ცოცხალი ხელმოწერა შეაგროვა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ერთ თვეზე ოდნავ მეტ ხანში კიდევ 20 000 ხელმოწერა სჭირდება.

„ჩვენ ვმუშაობთ ენთუზიაზმით, მაგრამ ენთუზიაზმი ფურცლების, პასტების, კვების, გადაადგილებისა და ნოტარიული დამოწმების ხარჯებს არ ფარავს. გააკეთეთ დონაცია, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. უფასო საკვები სკოლებს!” — წერია მოძრაობის განცხადებაში.

„ხმამ” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვება 20 აპრილს დაიწყო. ისინი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავენ, რისთვისაც 25 000 ფიზიკური ხელმოწერაა საჭირო.

2023 წელს მოძრაობის ორგანიზებით თბილისში „მარში შიმშილის წინააღმდეგ” გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი სკოლებში უფასო კვების დანერგვა იყო.

← მთავარი