← მთავარი
სპორტი

[ხელბურთი] ევროპა მარცხით დაიწყეს | Lelo.Ge

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ხელბურთი] ევროპა მარცხით დაიწყეს | Lelo.Ge

შვედურ გეტებორგში 29 ივნისს დაიწყო 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა კვირეული - ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი ჩაება. შეგახსენებთ, რომ ისინი წილისყრით 4 ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. უნგრეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ისლანდია, ლიეტუვა

B ჯგუფი. ესპანეთი, ნიდერლანდები, სერბეთი, ფარერები, საქართველო

C ჯგუფი. საფრანგეთი, შვედეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი

D ჯგუფი. გერმანია, შვეიცარია, ნორვეგია, პორტუგალია, თურქეთი

თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო საპრიზო ადგილებისთვის მეოთხედფინალში განაგრძობს პაექრობებს, ხოლო დანარჩენები IX-XX ადგილისთვის ითამაშებენ.

შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავას) B ჯგუფში ორი მატჩი გამართა და ორივე წააგო.

საქართველო - სერბეთი 7:24

საქართველო: სესილი სანიკიძე; მარიამ დანელია (3), ნინო ქებურია (1), სესილი სალუქვაძე (1), ნინო მუშკუდიანი (1), ანასტასია ესართია (1), ლიზი კვესელავა, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ბარბარე გამგებელი, მარიამ ქათამაძე, ნინო დვალიშვილი

ჩვენი გუნდი წევრებმა ბევრად უკეთ ითამაშეს მსგავსი შეჯიბრების 2022 წლის ჩემპიონ ესპანეთთან, თუმცა მარცხს ვერც აქ გადაურჩნენ.

საქართველო - ესპანეთი 15:25

საქართველო: სანიკიძე; მუშკუდიანი (4), კვესელავა (3), ქათამაძე (3), დანელია (2), ქებურია (1), გამგებელი (1), სალუქვაძე (1), ლაგვილავა, ნაგერვაძე, დვალიშვილი, ჩუბინიძე, ბარნაბიშვილი, ესართია

B ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: ფარერები - სერბეთი - 13:21, ფარერები - ნიდერლანდები - 13:17.

საქართველოს ნაკრები 30 ივნისს ორ შეხვედრას ნიდერლანდებსა და ფარერის კუნძულებთან გამართავს.

← მთავარი