← მთავარი
საზოგადოება

"შენ ის ბიჭი ხარ მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვა" - მღვდელმონაზონი ირინეოსი

24 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

მდინარეში დაკარგული 8 წლის ინგუში ბიჭის, ხიზირ დერბიჩევის ცხედრის პოვნის ამბავს სასულიერო პირი ირინეოს შენგელია ეხმაურება. მღვდელმონაზონი ირინეოსი 8 წლის ხიზირს გმირსა და ხალხების გამაერთიანებელს უწოდებს. ”რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში! რა დიდებული ხარ ხიზირ დერბიჩევო მთელი კავკასია რომ შენ გეძებდა… მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის… დიდი თუ პატარა შენზე რომ ლაპარაკობს…შენ ის ბიჭი ხარ მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვნა და პატივით მიგვებარებინა შენ მშობლიურ მიწას!ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია და ასე დიდებული ვინ გშობა, შენმა დალოცვილმა დედამ…ხიზირ გაგიმარჯოს! “

← მთავარი