← მთავარი
საზოგადოება

ხაზარაძეების ოჯახმა ბრიუსელში ისტორიული კომპლექსი Aegidium შეიძინა

19 მაისი, 2026 · წყარო: on.ge · ambebi.ge
ხაზარაძეების ოჯახმა ბრიუსელში ისტორიული კომპლექსი Aegidium შეიძინა

ბრიუსელის სენ-ჟილის უბანში მდებარე ისტორიული შენობა Aegidium ხაზარაძეების ოჯახმა შეიძინა. ამ ამბავს ბელგიური გამოცემა La Dernière Heure ადასტურებს და წერს, რომ ახალი მფლობელები სივრცის კულტურულ გამოცოცხლებას გეგმავენ.

1906 წელს აშენებული Aegidium თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა — შენობაში მოქმედებდა თეატრი, კინოთეატრი და საზეიმო დარბაზი, თუმცა წლებია დახურულია.

„Aegidium ისტორიითა და ემოციებით სავსე ადგილია. ჩვენი მიზანია მისი სულის შენარჩუნებით აღდგენა”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი მფლობელები ასევე ხაზს უსვამენ ბრიუსელსა და საქართველოს შორის ისტორიულ კავშირს: Aegidium, მაშინ „Diamant Palace”-ის სახელწოდებით, ქართულ ღონისძიებებს მე-20 საუკუნის დასაწყისიდანვე მასპინძლობდა.

ხაზარაძეების ფონდი ამბობს, რომ ევროპის პოლიტიკური ცენტრში — ბრიუსელში — „საქართველოს სახელი ევროპაში” ჩამოყალიბდება. ეს სივრცე ხელს შეუწყობს ქართველ და ევროპელ ხალხებს შორის საგანმანათლებლო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს, ასევე ქართული დიასპორის ინტერესებს.

შენობის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება — ისტორიული სახე დაუბრუნდება, ხოლო შიდა სივრცეები კულტურული ღონისძიებებისა და მაღალი დონის შეხვედრებისთვის მოეწყობა. პროექტი ბრიუსელის ხელისუფლებასა და ადგილობრივ კულტურულ წრეებთან თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.

← მთავარი