← მთავარი
საზოგადოება

კაცმა ქუჩაში ცნობილი ესპანელი მხატვრის 150 000-ევროიანი ნახატი იპოვა და შინ მხოლოდ იმის გამო წაიღო, რომ ჩარჩო მოეწონა - უჩვეულო ამბის დეტალები

2 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
კაცმა ქუჩაში ცნობილი ესპანელი მხატვრის 150 000-ევროიანი ნახატი იპოვა და შინ მხოლოდ იმის გამო წაიღო, რომ ჩარჩო მოეწონა - უჩვეულო ამბის დეტალები

ესპანელი მხატვრის, ხოაკინ სოროლას დაკარგული ტილო დაკარგვიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად იპოვეს. 57 წლის ანდრეს ჰურტადო გასულ შაბათს სევილიაში იმყოფებოდა, როდესაც ქუჩაში კედელთან მიყრდნობილ ნახატს წააწყდა. მისი თქმით, იფიქრა, რომ ნახატი ვიღაცამ გადააგდო, მას ჩარჩო მოეწონა და ამის გამო ნახატის სახლში წაღება გადაწყვიტა.

როდესაც სახლში დაბრუნდა, გადაწყვიტა, ნამუშევარი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეემოწმებინა. მიღებულმა შედეგმა აჩვენა, რომ შესაძლოა, ეს ცნობილი ესპანელი მხატვრის, ხოაკინ სოროლას ორიგინალი ნამუშევარი ყოფილიყო.

ამის შემდეგ ჰურტადო მადრიდში აუქციონის ერთ-ერთ სახლს დაუკავშირდა და ფოტოები გაუგზავნა. სპეციალისტებმა მალევე დაუდასტურეს, რომ ტილო მართლაც სოროლას ორიგინალი ნამუშევარი იყო, რომლის სავარაუდო ღირებულება 150 ათას ევრომდე აღწევს.

ამავე პერიოდში სევილიაში მცხოვრები ოჯახი სოციალურ ქსელებსა და ქალაქში გამოკრულ განცხადებებში დაკარგულ ნახატს ეძებდა.

მათი თქმით, ნამუშევარი, რომელსაც ოჯახისთვის დიდი სენტიმენტალური ღირებულება ჰქონდა, შემთხვევით დატოვეს კედელთან, როდესაც მანქანის საბარგულში ჩადებას აპირებდნენ.

პოლიციამ ნამუშევარი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა. ოჯახმა კი ჰურტადოს მადლობა გადაუხადა და მცირე საჩუქარსაც დაჰპირდა.

← მთავარი