← მთავარი
მსოფლიო

აიათოლა ალი ხამენეის, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა, 9 ივლისს დაკრძალავენ

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
აიათოლა ალი ხამენეის, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა, 9 ივლისს დაკრძალავენ

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ. ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

← მთავარი