ქეთი მელუას იდუმალი ოჯახური ბედნიერება და მეორე შვილის მოლოდინი
ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება. სასიხარულო ამბავი 41 წლის მომღერალმა თავად გააზიარა სოციალურ ქსელში. მან ისლანდიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს და ორსულობის მუცელი აშკარად ჩანს.
ქეთი უკვე სამი წლის ვაჟის, სანდროს, დედაა. ბიჭი 2022 წლის დეკემბერში დაიბადა. მომღერალს არაერთხელ უსაუბრია იმ რთულ გზაზე, რომელიც დედობამდე გაიარა.
ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ შვილის გაჩენა 26 წლის ასაკიდან სურდა, თუმცა ეს ოცნება მხოლოდ 38 წლის ასაკში აუსრულდა. მისი თქმით, წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას და გარკვეული პერიოდი ფიქრობდა, რომ შესაძლოა, ნაყოფიერების პრობლემა ჰქონოდა. „ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, დედა ვერასდროს გავმხდარიყავი. ეს 12-წლიანი მოლოდინი და შფოთვა იყო,“ – ამბობდა მომღერალი.
ადრე მსოფლიო სუპერბაიკის ჩემპიონატის ყოფილი მრბოლელის, ჯეიმს ტოსლანდის მეუღლე იყო, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა. მოგვიანებით მან ახალი სიყვარული იპოვა, თუმცა პარტნიორის ვინაობას დღემდე არ ასაჯაროებს. მისი თქმით, სწორედ ამ ურთიერთობამ დააბრუნა ბედნიერება მის ცხოვრებაში. “ის საოცარი ადამიანია – მშვიდი, კეთილი და ძალიან გულწრფელი. ჩვენი სიყვარული ჩემთვის ნამდვილი სასწაული აღმოჩნდა და დღითი დღე უფრო ძლიერდება,“ – ამბობდა მომღერალი. წყარო