"ეს იყო ნერვიულობისა და დარდის 12 წელი" - 41 წლის ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება: მუსიკოსმა ორსულობა ისლანდიიდან გამოაცხადა
ცნობილი ბრიტანელ-ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, მეორე შვილის დედა გახდება. 41 წლის ვარსკვლავმა სასიხარულო სიახლე თაყვანისმცემლებს ორიგინალური ფორმით – ისლანდიის ცნობილი „ცისფერი ლაგუნიდან“ გადაღებული ფოტოთი აცნობა, სადაც მისი მომრგვალებული მუცელი აშკარად ჩანს.
ქეთი, რომელიც პირად ცხოვრებას ყოველთვის საგულდაგულოდ მალავს, ამჟამად ისლანდიაში პარტნიორთან ერთად ისვენებს და ძალებს იკრებს.
ჯადოსნური მოგზაურობა რეიკიავიკში
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მუსიკოსმა აღფრთოვანება ვერ დამალა ისლანდიის ბუნებითა და კულტურით:
„ისლანდია, შენ უბრალოდ დიდებული ხარ! ძალიან მინდა აქ კიდევ ერთხელ დაბრუნება. „ჰარპას“ საკონცერტო დარბაზში დიდებულ კონცერტს დავესწარით, ვიბანავეთ ცისფერ ლაგუნაში, ვიდექით ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაქვავებულ ლავაზე და ვნახეთ ულამაზესი ლუპინები. ხოლო რეიკიავიკის სიმბოლო – ჰადლგრიმსკირკიას ეკლესია – რეალობაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.“
ფოტოს გამოქვეყნებისთანავე, თაყვანისმცემლებმა მომენტალურად შეამჩნიეს მომღერლის შეცვლილი ფიგურა და კომენტარებში მილოცვების ქარიშხალი მოაწყვეს: „ვაუ, ნუთუ მეორე პატარას ელოდებით?“, „გილოცავთ, ეს საოცარი სიახლეა!“ – წერდნენ გულშემატკივრები.
12-წლიანი შიში და ეჭვი უნაყოფობაზე
ეს ორსულობა ქეთისთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან მას დედობისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია. მომღერალმა ძველ ინტერვიუებში გულახდილად ისაუბრა იმ შიშებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ტანჯავდა.
მელუას შვილის გაჩენის სურვილი და დედობის ინსტინქტი საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუჩნდა. ის ჯერ კიდევ 26 წლის იყო, როდესაც ოჯახის შექმნაზე და პატარას გაჩენაზე სერიოზულად დაიწყო ფიქრი. თუმცა, ოცნებასა და მის რეალიზებას შორის დიდი უფსკრული აღმოჩნდა. წლები გადიოდა, სურვილი კი აუსრულებელი რჩებოდა.
“ეს იყო ნერვიულობისა და დარდის 12 წელი”
ყველაზე მძიმე პერიოდი მომღერლისთვის სწორედ ის ხანგრძლივი წლები იყო, როდესაც ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. 2023 წელს, ჟურნალ Hello!-სთან ექსკლუზიურ და ძალიან გულახდილ ინტერვიუში, ქეთიმ პირველად ისაუბრა იმ ფარულ ტკივილზე, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა:
ეს იყო ნერვიულობისა და დარდის 12 წელი. ბევრს ვცდილობდით და არაფერი გამოდიოდა. ყოველი თვის მოლოდინი და შემდგომი იმედგაცრუება უდიდესი სტრესი იყო. უკვე სერიოზულად ვფიქრობდი, რომ სერიოზული რეპროდუქციული პრობლემები მქონდა და შესაძლოა, შვილი საერთოდ არასოდეს მყოლოდა.“
ეს აღიარება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ვარსკვლავი სცენაზე ყოველთვის ღიმილსა და პოზიტივს ასხივებდა, თუმცა კულისებში რთულ ფსიქოლოგიურ ბრძოლას გადიოდა.
ნატვრის ასრულება 38 წლის ასაკში
დიდი ხნის მოლოდინი, შიშები და ეჭვები საბოლოოდ სასწაულით დასრულდა. 12-წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქეთი მელუა პირველად გახდა დედა.
მისი პირველი შვილი, სანდრო, 2022 წლის დეკემბერში მოევლინა ქვეყანას. ამ დროს მომღერალი 38 წლის იყო. როგორც თავად აღნიშნავს, შვილის გაჩენამ მისი ცხოვრება სრულად შეცვალა და დაანახა, რომ მთავარია იმედის არდაკარგვა - ყველაზე რთული გზის ბოლოსაც კი შეიძლება ყველაზე დიდი ბედნიერება გელოდეს.
დღეს კი, 41 წლის ასაკში, ქეთი ამტკიცებს, რომ სასწაულები ხდება და ყველა შიში წარსულს ჩაბარდა.
ვინ არის ქეთის პარტნიორი?
ქეთი მელუა თავისი პირადი სივრცის დაცვის ნამდვილი დიდოსტატია. 2020 წელს, მსოფლიო ჩემპიონთან მოტოციკლეტებით რბოლაში, ჯეიმს ტოუსლენდთან 8-წლიანი ქორწინებისა და განქორწინების შემდეგ, მომღერალმა გადაწყვიტა, ახალი სიყვარული საზოგადოებისგან დაემალა.
ქეთი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ გვერდით საიმედო ადამიანი ჰყავს, რომელთანაც ერთადაც ოჯახურ ბედნიერებას სრულად შეიგრძნობს. ცნობილია რომ მისი მეყღლე ნახევრად ქართველია.
ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არტისტი ახლა ცხოვრების ახალ, ყველაზე მშვიდ და ბედნიერ ეტაპს გადის და მეორე შვილის დაბადებისთვის ემზადება.