← მთავარი
საზოგადოება

"პირველ და მესამე შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია... პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ, ნიკა ძალიან კარგი მამაა" - ქეთი წიქვაძე მეუღლეზე, შვილებსა და გამოწვევებზე

7 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთი წიქვაძე, ირინა ქიქოძის პოდკასტს „მერე?“ ესტუმრა. ცნობილი ოჯახის შთამომავალმა და რეზი არველაძის რძალმა გადაცემაში საკუთარ ცხოვრებაზე, მეუღლეზე, შვილებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც ბოლო დროს დადგა. ქეთის პირველი ქორწინებიდან ორი უფროსი ვაჟი ჰყავს. მეორე მეუღლესთან, ნიკა არველაძესთან კი რამდენიმე თვის წინ, ვაჟი შეეძინა, რომელსაც ცნობილი ბაბუის პატივსაცემად რეზი დაარქვეს.

ქეთი წიქვაძე:

პირველად 22 წლის ასაკში გავხდი დედა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ იყო რთული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამხმარე მყავდა. მყავდა ძიძა, მეხმარებოდა დედაჩემი, მეორე ბებია, დეიდები… აი, ძალიან ბევრი ადამიანი გვეხვია გარშემო. დედა განსაკუთრებულად ცდილობდა, რომ მეტი თავისუფლება მოეცა ჩემთვის. ზუსტად ამიტომ, დაუფიქრებლად გავაჩინე მეორე შვილიც. და ახლა ვხვდები, რომ დედაჩემი როცა ბებია გახდა ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ ამის გამო, ცოტა ახალგაზრდობაც წავართვი, მაგრამ მაინც კარგია.

რეზიზე ძალიან აქტიური ორსული ვიყავი და სამშობიაროდან რომ გამოვედი, მეორე დღეს, არ ვიცი რატომ, ვიმაიმუნე, საქმე გამოვიჩინე და მეორე დღეს მაღაზიაში, წავედი, ისეთი პროდუქტი ვიყიდე, რაც არ მჭირდებოდა. უმუცლოდ, მსუბუქად მინდოდა გავლა. თუმცა ტვინში მაინც მეჩქარებოდა სახლისკენ და ძალიან დიდი სისწრაფით ავირბინე კიბეზე… ხომ არის რომ კიბეზე დაგორდი, მე კიბეზე ავგორდი. ფეხი წამოვკარი და წავიქეცი. უცბად, რაღაცა საოცარი ტკივილი ვიგრძენი, გაუსაძლისი. მივხვდი, რომ რომ ავდგე, ფეხს ვეღარ ვერ დავდგამ. თან სადღაც მსმენია, რომ მოტეხილი ფეხი არ უნდა დადგა, რომ რაღაც უარესი არ უქნა. და ეგრევე გადავრეკე ნიკასთან, მეთქი, მიშველე, მეთქი, ფეხს ვერ ვდგამ-თქო.

სახლში რომ ავედი, მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც არანორმალური იყო ტკივილი. საავადმყოფოში მითხრეს, რომ სამ ადგილას მქონდა მოტეხილი და საოპერაციო ვიყავი.

სახლში მისულმა გადავხარშე, რომ ეს ჩემი რეალობაა და მორჩა! მოვითხოვე ეტლი, ჩავჯექი ამ ეტლში, წინ დავიყენე ბავშვის ეტლი და ასე ვუვლიდი. რა ძალა მაკეთებინებდა იმ ყველაფერს არ ვიცი. უამრავი ადამიანი მეხვია გარშემო, მაგრამ ღამე არ ვიტოვებდი არავის. ნუ, თან ბავშვიც პატარა იყო და მიწყობდა ხელს.ასე გავატარე ეტლში ორი თვე.

10 დღეში გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ მერე ხომ კიდევ დრო სჭირდება რეაბილიტაცია. მიმართლებს იმაში, რომ არ მაქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. არცერთ ბავშვზე არ მქონია. ყველანაირი სანერვიულო ჩავატარე და ახლა იწყება ბედნიერება. ასე ბედნიერად გადავატარე და შევირგე ჩემი შვილის დაბადება.

პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ, ნიკა ძალიან კარგი მამაა. მითუმეტეს, ფეხის ამბავი რომ დამემართა, ჩემთან ერთად იღვიძებდა ღამე, ყველაფერში მეხმარებოდა, მოკლედ, კარგი მამაა ნიკა.

არველაძეების ოჯახს მანამდეც ვიცნობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა, რაც უფრო დავახლოვდით და დავნათესავდით, მე ამ ადამიანებით ვარ გაოგნებული - აი, ყველაზე საყვარლები არიან დედამიწის ზურგზე.

← მთავარი