← მთავარი
სპორტი

კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს

20 აგვისტო, 2026 · წყარო: sportall.ge
კეინს

“ბაიერნის” თავდამსხმელი ჰარი კეინი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი.

გასულ სეზონში 33 წლის კეინმა ბუნდესლიგის 31 მატჩში 36 გოლი (10 პენალტით) გაიტანა. აგრეთვე 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მას პრიზი “ბაიერნის” მუზეუმში ამავე გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ლუკა ტონიმ გადასცა.

“შენ “ოქროს ბუცი” დაიმსახურე. გთხოვ, შეწყვიტე ჩვენი რეკორდების დამხობა”, - უთხრა ტონიმ კეინს.

← მთავარი